სფუმატოს შესახებ

თანამედროვე ხელოვნების გალერეა "სფუმატო" დაფუძნდა 2015 წელს, თამარ დანელიას მიერ. გალერეა და მდებარეობს ქ. თბილისის პრესტიჟულ უბანში, საქართველოს პარლამენტის შენობის უკან, პ.ინგოროყვას 19-ში.
SFUMATO იტალიური სიტყვაა და ნიშნავს-კვამლივით გამქრალს. როგორც ცნობილია, ლეონარდო და ვინჩის მხატვრული მეთოდის, მის მიერ შემუშავებული წერის უფაქიზესი მანერის ასახსნელად, სიტყვა SFUMATO-მ ესთეტიკური დატვირთვა შეიძინა.  ლეონარდო და ვინჩი მიმართავდა სახის ნაკვთების ჰაეროვან, სფუმატურად გაბუნდოვანებას. SFUMATO ჰარმონიასთან ასოცირდება.
ჰარმონია, როგორც ადამიანთა ურთიერთობას შორის, ასევე გარესამყაროსთან დამოკიდებულების კუთხით. საზოგადოების წინაშე ხელოვნების ღირსეულად და პრესტიჟულად წარმოჩენის თვალსაზრისით, გალერეა "სფუმატო" აქტიურად ატარებს გამოფენა-გაყიდვებს.
გალერეის მიზანია უახლესი პერიოდის ხელოვანთა მიღწევების წარმოჩენა და ასევე ნაკლებად ცნობილი მხატვარი ინდივიდების გამოვლენა.